რა შემთხვევაში გამოიყენება

  • არსებული შენობის რეკონსტრუქციის ან რეაბილიტაციის დაპროექტება, როცა ძველი ნახაზები არ არსებობს ან არაზუსტია
  • კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დოკუმენტირება და რესტავრაციის კვლევა
  • ფასადების, ინტერიერებისა და რთული გეომეტრიის აზომვა
  • სამრეწველო ობიექტებისა და ინფრასტრუქტურის აზომვა
  • მშენებლობის მიმდინარეობის და შესრულებული სამუშაოს ფიქსაცია

როგორ ვმუშაობთ

  1. ობიექტის შეფასება

    ვარკვევთ ობიექტის ზომას, სირთულეს და იმას, რა შედეგი გჭირდებათ: წერტილოვანი ღრუბელი, ნახაზები თუ BIM მოდელი.

  2. სკანირება ადგილზე

    სკანერს რამდენიმე წერტილში ვდგამთ, რომ ობიექტი ყველა მხრიდან დაიფაროს. თითოეული სკანი 360° ხედს და HDR ფოტოებს იწერს.

  3. რეგისტრაცია და დამუშავება

    FARO SCENE-ში ცალკეულ სკანებს ერთ კოორდინატთა სისტემაში ვაერთიანებთ, ვწმენდთ ხმაურისგან და ვამოწმებთ სიზუსტეს.

  4. ჩაბარება

    გაძლევთ წერტილოვან ღრუბელს საჭირო ფორმატში და, თუ გინდათ, ონლაინ 3D ნახვის ბმულს, რომელიც ბრაუზერში იხსნება.

რას იღებთ

  • რეგისტრირებულ წერტილოვან ღრუბელს E57 ან RCP (Autodesk ReCap) ფორმატში
  • ფერად ღრუბელს HDR ფოტოებიდან
  • ონლაინ 3D ნახვას (Potree), რომელსაც პროგრამის დაყენება არ სჭირდება
  • სურვილის შემთხვევაში: 2D ნახაზებს, BIM მოდელს ან ვიზუალიზაციას

ხშირად დასმული კითხვები

რა სიზუსტე აქვს ლაზერულ სკანირებას?

FARO Focus სკანერი მილიმეტრულ სიზუსტეს იძლევა (±1 მმ). საბოლოო სიზუსტე ასევე დამოკიდებულია სკანირების ადგილების განლაგებასა და რეგისტრაციის ხარისხზე, რასაც დამუშავებისას ვამოწმებთ.

რა ფორმატში მივიღებ შედეგს?

წერტილოვან ღრუბელს ჩვეულებრივ E57 ან RCP ფორმატში ვაბარებთ. ნახაზები DWG ფორმატში მზადდება, BIM მოდელი კი Revit-ის RVT ფორმატში.

რა ღირს 3D სკანირება?

ფასი დამოკიდებულია ობიექტის ფართობზე, სირთულეზე და იმაზე, რა შედეგი გჭირდებათ. ზუსტი ფასისთვის მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ, ობიექტის აღწერით.

თბილისის გარეთაც მუშაობთ?

დიახ. ვმუშაობთ მთელ საქართველოში. ჩვენი პროექტებია თბილისში, ბათუმში, მანგლისში, ნაგომარსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტში.