არსებული შენობის აზომვით ნახაზებს ლაზერული სკანირების მონაცემებიდან ვამზადებთ (Scan to CAD). ნახაზი რეალურ ზომებს ასახავს, მათ შორის არასწორ კუთხეებს და კედლების გადახრებს, რომლებიც ხელით აზომვისას ხშირად იკარგება.
ვაზუსტებთ, რომელი გეგმები, ჭრილები და ფასადები გჭირდებათ და რა მასშტაბში.
შენობას FARO სკანერით ვზომავთ და ვამზადებთ წერტილოვან ღრუბელს.
ნახაზებს AutoCAD-ში ღრუბელზე ვაგებთ, ისე რომ ყველა ზომა რეალურ გეომეტრიას ეყრდნობოდეს.
გაძლევთ DWG და PDF ფაილებს, საჭიროების შემთხვევაში წერტილოვან ღრუბელსაც.
ხელით აზომვა რამდენიმე ზომას იღებს და დანარჩენს ვარაუდობს. ლაზერული სკანირება მთელ შენობას მილიონობით წერტილით იწერს, ამიტომ ნახაზი რეალურ გეომეტრიას ასახავს და მოგვიანებით საჭირო ზომის გადამოწმებაც ღრუბლიდან შეიძლება.
AutoCAD-ის DWG ფორმატში და PDF-ში.
დიახ, იგივე სკანირებიდან შესაძლებელია Revit-ის BIM მოდელის მომზადებაც. იხილეთ Scan to BIM.